სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უერთდება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, — ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.
პანდემით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა!
ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა  მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, ეფექტიანად გამკლავებისთვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთიანობა – თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა!
იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!!! კრიზისული ცენტრ(ებ)ის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით (მათ შორის, შეხვედრის ჩანიშვნა პანდემიის დროს) დარეკეთ 24 საათის განმავლობაში, ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო “ცხელ ხაზზე” – 116 006 (ზარი უფასოა, კონსულტირება შესაძლებელია 8 ენაზე (ქართული ენის ჩათვლით), ანონიმურობა დაცულია).
დღეისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე საქართველოს მაშტაბით ფუნქციონირებს 5 ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი.
კრიზისულ ცენტრის მომსახურებ(ებ)ი მიეწოდება:
• ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);
• ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);
• სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად).

კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:
 ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;
 სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
 სამართლებრივი დახმარებით;
 საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;
 საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.
კრიზისული ცენტრი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:
 დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით თბილისის კრიზისულ ცენტრში (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);
 ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარებით;
 პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);
 სამართლებრივი დახმარებით (ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე);
 საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით;
 საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.
კრიზისული ცენტრების მდებარეობა და მისამართი:
• ქ. თბილისი (24-საათიანი მომსახურება/სადღეღამისო საცხოვრისით), დღის მომსახურებ(ებ)ის მიღება შესაძლებელია – სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე; მისამართი: თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N 28;

• ქ. ქუთაისი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: ქუთაისი, დუმბაძის ქ. N 59-61;
• ქ. გორი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: გორი, ბარნოვის ქ. N 9 ა;

• ქ. მარნეული (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: მარნეული, რუსთაველის ქ. N 41, ბ. 48;

• ქ. ოზურგეთი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე); მისამართი: ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. N 21, ბ. 1.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები