ჯანმო-ს რეკომენდაციები პანდემიის დროს – “აუცილებელია, ადამიანები მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ, პანდემიით შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია, ადამიანები მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები.

მათივე თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონით ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა ხალხი მეტად რომ ვარჯიშობდეს, როგორიცაა, მაგალითად, სიარული ან სირბილი.

„ახალი გაიდლაინის მიხედვით, ზრდასრული ადამიანებისთვის კვირის განმავლობაში რეკომენდებულია, სულ მცირე, 150-300 წუთით საშუალო ან აქტიური აერობიკა, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისა და ბავშვებისთვის კი – დღეში 60 წუთი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ფიზიკურად აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

„ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები