გიორგი ჩალაძე: ეკატერინე ტიკარაძეს დაცვა და გამხნევება არ სჭირდება

„ახლა ტიკარაძის მოხსნა იქნება უსამართლობა და საბჭოთა ნომენკლატურის გამარჯვება”, – ამის შესახებ ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს და კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ქვეყანაში არსებულ ურთულესი გამოწვევებს ჯანდაცვის მინისტრი გამოუცდელობის გამო ვერ უმკლავდება.

გიორგი ჩალაძის თქმით, ახლა ტიკარაძის მოხსნა იქნება უსამართლობა და საბჭოთა ნომენკლატურის გამარჯვება.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრის გარშემო მიმდინარე მოვლენები სპეციალურად არის შექმნილი.

„ეკა ტიკარაძეზე ატეხილი აჟიოტაჟი არის სპეციალურად შექმნილი – განტევების ვაცის გამოსავლენად. თუ საზოგადოებაში მოხდება აზრის ფორმირება, რომ ეკა არის პრობლემა და მისი მოხსნა ქვეყნის საშველი, მას მოხსნიან. (წერტილი).
აქ იმოქმედებს ცნობილი „ბოდიშის” სცენარი, ანუ ხელოვნურად შექმნილი „გამარჯვების” მოპოვებით მივიღებთ უფრო გაღრმავებულ პრობლემას. ახლა ტიკარაძის მოხსნა იქნება უსამართლობა და საბჭოთა ნომენკლატურის გამარჯვება.
„ეკა ტიკარაძეს, ჯანდაცვის სამინისტროდან დაწყებული, მრავალ პარტია ნაცვალ „ბიზნესმენ”/საქმოსნები, განსაკუთრებით ისინი ვინც სამედიცინო ბიზნესში მსუყედ არიან წარმოდგენილი მიზანმიმართულად „ებრძვიან”. მისივე სამინისტროში, მის კადრებს და საქმეებს, რომლის გაკეთების სურვილიც აქვს, ხელოვნურად ბლოკავენ და აგდებენ ამ სიტუაციაში, რაშიც დღეს ვხედავთ რომ არის/არიან. ზემოთხსენებულის კონკრეტული მაგალითი:
ბიზნესმენი A ფლობს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას (შესამჩნევად დიდ ე.წ. საწოლ ფონდს). ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდებისას მინისტრთან მიდის ინფორმაცია, რომ საწოლ ფონდი სრულად არის ათვისებული და არ არსებობს გამოყენებადი რესურსი.
ამ დროს აღნიშნულ მრავალ პარტია ნაცვალ ბიზნესმენ A-ს დაწესებულებაში არაერთი თავისუფალი ადგილია, რომლის გამოყენებაც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას. რა ხდება? მინისტრს არ აგდებს არაფრად. იმიტომ, რომ ქართულ-ჯიგრულ პონტში მოგვარებული აქვს „სადაც საჭიროა”.
მინისტრის სამართლიან და მკაცრ რეაგირებაზე, აღნიშნული ბიზნესმენი A, წუწუნით მიდის „სადაც საჭიროა” და „ასმენს” მინისტრს – ეგ ჩვენ გვებრძვის, მაჯარიმებს და საქმეს გვიფუჭებსო. საქმეში ერთვება “ძალოვანი” სტრუქტურის კონკრეტული პირები და მინისტრის და მისი გარემოცვის გარშემო შავი ღრუბელი იწყებს შეკრებას. პარალელურად მიდის ვაჭრობა სამინისტროსთან, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს ამა თუ იმ სახელმწიფო პროგრამით.
ე.წ. „გეგმიური ოპერაციების” შეჩერება არის ერთ-ერთი მექანიზმი რითაც სამინისტრო ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებზე გავლენის მოხდენას ცდილობს – ანუ ცდილობს აიძულოს მოემსახურონ იმ საჭიროებას, რაც დღეს ქვეყანაში დგას, და მხოლოდ საკუთარი ჯიბით არ შემოიფარგლნონ. (ამ გადაწყვეტილების შედეგებზე არ ვსაუბრობ). ეს არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტი. ნამდვილი, საკუთარი ყურით და პირადად მიღებული ინფორმაცია.
ეკა ტიკარაძე, ამ ეტაპზე მსხვერპლია და მას სჭრიდება დახმარება. ჩემი ეს პოსტი არ ნიშნავს, რომ ტიკარაძეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება და ა.შ. მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. მის ახლა გადადგომას მე მხარს არ ვუჭერ, დარწმუნებული ვარ ბევრს იტყვის იმ დანაშაულებზე, რაც ზუსტად იცის რომ ჩადენილია და არანაკლები კითხვა აქვს ვიდრე მე ან რომელიმე თქვენგანს.
კიდევ ერთხელ, ჩემი ეს პოსტი არ გულისხმობს ეკა ტიკარაძისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, მას არც გამხნევება ან დაცვა სჭირდება. უბრალოდ წურბელები უნდა მოცილდნენ და შემდეგ თავად ილაპარაკებს, დარწმუნებული ვარ”, – წერს გიორგი ჩალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები