რუსეთში ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადეს
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აკვატორიაში რუსული ჰიპერბგერითი რაკეტის – “ცირკონის” წვრთნა ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რაკეტამ სამიზნე ბარენცის ზღვაში 450 კილომეტრის ფრენის შემდეგ წარმატებით დაამარცხა.
ტესტირების გავლის შემდეგ, რაკეტა რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის აღჭურვაში გადავა.
ანალოგიური სწავლება ოქტომბერშიც ჩატარდა.