ხორავას ქუჩაზე ხანძრისას დაღუპულები უსინათლო მოხუცები არიან – დამატებითი დეტალები მომხდარ ტრაგედიაზე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
კერძოდ, ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაცვლილები 80 და 83 წლის უსინათლო ძმები არიან.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ახლობლების ვარაუდით, ის ელექტროსადენებმა გამოიწვია, რადგან ბუნებრივი აირი ოჯახს არ მიეწოდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხორავას ქუჩაზე ხანძარს ორი მამაკაცი ემსხვერპლა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დამწვარია 3-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართული. გარდაცვლილები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებული იყო 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები