თამარ გაბუნია: სასტუმროებში ძალიან კარგად მომზადებული ადამიანები არიან და პაციენტებისთვის სერვისი საკმაოდ ყოვლისმომცველია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სასტუმროებში განთავსებულ, პაციენტებისა და სერვისის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სასტუმროებში ძალიან კარგად მომზადებული ადამიანები არიან და მათ ყველაფერი აქვთ, რაც საჭიროა.

„სასტუმროებში ძალიან კარგად მომზადებული ადამიანები არიან. იქ მედიკამენტებიც არის პაციენტებისთვის, რათა დანიშნულებისამბერ მოხმარდეთ, ჩვენ მათ კიდევ დამატებით მივაწვდით, რაც საჭიროა, რათა ჰოსპიტლებიდან გამოსულმა პაციენტებმა მოიხმარონ. ამ მხრივ, სერვისი საკმაოდ ყოვლისმომცველია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ კოვიდპაციენტებისთვის ანალიზების გაკეთებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას ექიმი გადაწყვეტს, თუ რომელ პაციენტს სჭირდება ანალიზის აღება.

„რაც შეეხება ანალიზებს, კოვიდსასტუმროებში განთავსებული პაციენტებიდან ყველა არ საჭიროებს, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. ნოემბრის თვეში, დაახლოებით, 13,000 ანალიზი შესრულდა ამბულატორიული პირებისთვის, როდესაც ადამიანი სასტუმროში იმყოფებოდა ან ბინაზე, ექიმმა გადაწყვიტა, რომ მას სჭირდება სისხლის ანალიზი ან კომპიუტერული ტომოგრამა და ამის შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა შერჩეულ კლინიკაში“, – განაცხადა თამარ გაუბიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები