ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მიზნით, დამატებით ზომებზე მსჯელობა მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მიზნით, დამატებით ზომებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დაცვის სამსახური ყველა კოვიდსასტუმროშია.

„დაცვის სამსახური არის ყველა სასტუმროში, თუმცა, მსგავსი ინციდენტებისგან დაზღვეულები არ ვართ. ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და დამატებით ზომებზეც მიმდინარეობს მსჯელობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში გვიან ღამით მოხდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები