ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში უკვე მივიდა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, მეგობარი ელჩების ძალისხმევით გრძელდება კონსულტაციები ქვეყნის ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, სადაც ის შეიყვანა არსებულმა ხელისუფლებამ, არჩევნების გაყალბებითა და ძალაუფლების უზურპაციით.

„ოპოზიციურ პარტიებს ხელი გვაქვს მოწერილი დეკლარაციაზე, რომლის თანახმადაც, არავინ ვაპირებთ ამ გზით შეთითხნილ პარლამენტში შესვლას და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. შესაბამისად, ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება, იყოს კონსულტაციები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია კვლავ უცვლელია და ისინი ამბობენ, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ბერკეტი მმართველი გუნდის ხელშია, უმრავლესობის წევრები კი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები