“არ მიიღოთ პირველი 4-5 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები” – ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის რჩევები

“ალბათ, სულ ცოტა 30% ადამიანების, ისეთები წვანან კლინიკებში, რომლებსაც არანაირი აუცილებლობა არ აქვთ, რომ კლინიკებში მოთავსდნენ. კლინიკაში დაწოლა ლამის სოციალური ფენის რაღაც ნიშანივით გახდა, ეს სწორი დამოკიდებულება არ არის”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა.

დავით გადელია იმ მოქალაქეებს, რომლებიც მკურნალობას სახლის პირობებში გადიან, რჩევებს აძლევს.

“ალბათ, რომ გადაიხედოს, სულ ცოტა 30% ადამიანების, ისეთები წვანან კლინიკებში, რომლებსაც არანაირი აუცილებლობა არ აქვთ, რომ კლინიკებში მოთავსდნენ. კლინიკაში დაწოლა ლამის სოციალური ფენის რაღაც ნიშანივით გახდა, რომ მე მაქვს საშუალება კლინიკაში დაწოლისა ასეთი გაჭირვების დროს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. მე მინდა, ვურჩიო ხალხს, 4-5 კაციან პალატაში წოლას, თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, არ ჯობს ერთკაციანი, კომფორტული სასტუმროები, ყველას ჰყავს თავისი ექიმი, რომლებსაც კანტროლი ქვეშ ჰყავს პაციენტი და ამას გარდა დამატებით 200 ცალი კონცენტრატორები შეიტანეს სასტუმროებში და სუნთქვის პრობლემაც არ იქნება, მკურნალობის პრობლემაც არ იქნება.

არცერთი წამალი არ უნდა მიიღოს თუნდაც მსუბუქად დაავადებულმა პაციენტმა, ზოგადი ტელევიზორიდან ან გაზეთიდან მიღებული რჩევით. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ესეთი რამ, თუ გაქვთ კოვიდი, ხართ სახლის პირობებში, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, იყიდეთ ბუშტები, გაბერეთ რამდენჯერმე ეს ბუშტი, წოლის დროს შეეცადეთ, რომ 15 წუთი 4-ჯერ დღის განმავლობაში გულაღმა იწვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სუნთქვითი ვარჯიშები. რაც შეეხება მედიკამენტებს, გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პირველი 4-5 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები. ვირუსს ეს არაფერს არ აკლებს, მხოლოდ მეორე ტალღაზე, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა სპეციფიკური ანტიბიოტიკის მიღება”, – განაცხადა დავით გადელიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები