ზაალ უდუმაშვილი: გარკვეული პარტიები ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, ზოგი დაშორებული, მთავარია, საერთო მიზნისთვის ვიბრძვით და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ

„არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არიან საკუთარი ღირებულებებით და არიან პარტიები, რომლებიც დაშორებულები არიან, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიბრძვით საერთო მიზნისთვის და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის საერთო მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა.

„არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არიან საკუთარი ღირებულებებით და არიან პარტიები, რომლებიც დაშორებულები არიან, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. ჩვენ ერთნი ვართ მთავარ მიზანში, ერთნი ვართ მაშინ, როდესაც შევთანხმდით, რომ არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ის მოპარულია. ამას ყველა პოლიტიკური პარტია იზიარებს, მიუხედავად იმისა, ერთმანეთთან რომელი უფრო ახლოს არის ან დაშორებული. მეორე – ჩვენ ყველა ერთად მოვითხოვთ ამ ქვეყანაში ახალ არჩევნებს. ბუნებრივია, ყოველთვის ასე იქნება, გარკვეული პარტიები ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, ზოგი დაშორებული. მთავარია, რომ ჩვენ საერთო მიზნისთვის ვიბრძვით და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი” და “ლელო” შესაძლოა, ერთ ბლოკში გაერთიანდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები