ამირან გამყრალიძე: გრიპის ვირუსი ჩვენთან დეკემბრის შუა რიცხვებიდან გააქტიურდება, ამიტომ, ჯობს ყველა აიცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსი გააქტიურდება და უცილებელია აცრა.
გამყრელიძის თქმით, ახლა კარგი პერიოდია ასაცრელად, რადგან იმუნიტეტს 10 დღე სჭირდება დასამუშავებლად.

„ჩვენ ყოველ კვირას ვანახლებთ გრიპის მონიტორინგს. დღეს, კიდევ გვეცოდინება სხვა ვირუსებთნ ერთად გრიპის ვირუსი ცირკულირებს თუ არა. ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არის საკმარისი. რისკჯგუფებთან ერთად აუცილებელია, რომ ოჯახის წევრებიც მიბრძანდეთ და აიცრათ. ახლა კარგი დროა ამისთვის, რადგან იმუნიტეტი 10 დღეში მუშავდება. გრიპი ჩვენთან, დეკემბრის შუა რიცხვებიდან გააქტიურდება. თუ კორონამ ძალიან არ დაჯაბნა და ამიტომ, ჯობს, ყველა აიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები