გიორგი ვოლსკი: ვინ ეკითხება ნინო ბურჯანაძეს, დავით უსუფაშვილს ან ნებისმიერ სხვას, თავისი ხუშტურებით გადაწყვიტოს, როგორ უნდა იყოს პარლამენტის ან მთავრობის კონფიგურაცია

“საქართველოში მთავრობა ვერ დამტკიცდეს და სტრუქტურებმა ვერ იმუშაოს – ეს არის ღალატი ქვეყნის წინაშე და ჩვენ ამ ღალატის ჩამდენები არ ვართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თმით, იგი საპარლამენტო თანამდებობების ნაწილის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრს იზიარებს, თუმცა, განმარტავს, რომ პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს.

„მე ვამბობ, რომ პარლამენტმა უნდა დაიწყოს მუშაობა და არანაირად არ მიგულისხმია, რომ 4 წელი პარლამენტი უნდა იყოს შეუვსებელი. დარწმუნებული ვარ, არსებობს კიდევ უფრო მაღალი ზნეობის სტანდარტი და პასუხისმგებლობა, არის საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელმაც მიანიჭა უპირატესობა და არ მინდა, სადღეგრძელოსავით გამოვიდე, ეს არ არის გიორგი ვოლსკის ან ჩემი კოლეგების ომი, ეს არის საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება.
მთავრობა ვერ დამტკიცდეს და სტრუქტურებმა ვერ იმუშაოს – ეს არის ღალატი ქვეყნის წინაშე და ჩვენ ამ ღალატის ჩამდენები არ ვართ.
პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს და არანაირად არ მიგულისხმია, რომ იგი 4 წელი შეუვსებელი იყოს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩვენ უფლებამოსილება მოგვანიჭა, რომ პარლამეტნში ვიყოთ. ვინ ეკითხება ნინო ბურჯანაძეს, დავით უსუფაშვილს ან ნებისმიერ სხვას, თუნდაც – უმრავლესობიდან, რომ თავისი ხუშტურებით გადაწყვიტოს, როგორ უნდა იყოს პარლამენტის ან მთავრობის კონფიგურაცია საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები