დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: რეკომენდაციები გაცემულია, რომ დაცული იყოს დისტანცია, პირბადეს იყენებდეს მომსვლელი ადამიანი – მკაცრად არის მოსათხოვი, რომ ეს იყოს დაცული
„თქვენ ნახეთ, რომ გასულ გაზაფხულზე რეკომენდაციებისა და გამკაცრების კვალდაკვალ ეკლესიაც შიგნით ამკაცრებდა ზომებს და შესაბამისად იქნება მომავალშიც”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა.
„თქვენ ნახეთ, რომ გასულ გაზაფხულზე რეკომენდაციებისა და გამკაცრების კვალდაკვალ ეკლესიაც შიგნით ამკაცრებდა ზომებს და შესაბამისად იქნება მომავალშიც. ზუსტად ვერ გეტყვით ჯერ, მაგრამ შესაბამისად იქნება, რეკომენდაციები გაცემული არის, რომ დაცული იყოს დისტანცია, პირბადეს იყენებდეს მომსვლელი ადამიანი, მკაცრად არის მოსათხოვი, რომ ეს იყოს დაცული”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.