სოლოლაკში, იაშვილის №7-ში რკინა-ბეტონის კედელს აშენებენ

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
სოლოლაკში, იაშვილის ქუჩა №7-ში რკინა-ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები