საბა ბუაძე: კომპრომისის საპოვნელად ხელისუფლების როლი გადამწყვეტია, რადგან ოპოზიციამ საკუთარი ხედვები უკვე გაუზიარა როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე ხელისუფლებას

“კომპრომისის საპოვნელად ხელისუფლების როლი არის გადამწყვეტი, ვინაიდან ოპოზიციამ საკუთარი შეთავაზება და ხედვები უკვე გაუზიარა როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ისე ხელისუფლებას”,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

„ევროკავშირის ელჩი მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია კომპრომისის გამონახვა. კომპრომისის საპოვნელად ხელისუფლების როლი არის გადამწყვეტი, ვინაიდან ოპოზიციამ საკუთარი შეთავაზება და ხედვები უკვე გაუზიარა როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ისე ხელისუფლებას. ახლა ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, რომ წარმოადგინონ მათი ხედვა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, მათ შორის ერთადერთი სამართლებრივი გზა იმისა, რომ კრიზისი განიმუხტოს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „არსებითია, საბოლოოდ ჩვენ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველო შეძლებს, ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება, გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები