გიგა ბოკერია: ოპოზიციის შეხვედრები და სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ახალი არჩევნები არ იქნება მიღწეული

„ჩვენ უკვე ვთქვით, რა არის დათმობის ზღვარი – ეს არის ხელახალი არჩევნები. დათმობა შეიძლება იყოს „ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი პარტნიორებისთვის ვადამდელი არჩევნები”, -ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციები და ოპოზიციის შეხვედრები გაგრძელდება.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რა არის დათმობის ზღვარი – ეს არის ხელახალი არჩევნები, დათმობა შეიძლება იყოს „ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი პარტნიორებისთვის ვადამდელი არჩევნები. ამ ქოლგის ქვეშ არის მოთხოვნების მთელი წყება, რა უნდა შეიცვალოს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე, მარტო ცესკო-ს თავმჯდომარე არა, მთელი სტრუქტურის შეცვლაა საჭირო, რომ შემცირდეს რისკები, რათა ნორმალური იყოს ის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს. კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რაც კობახიძემ თქვა, ეს პირველად არ ხდებაო, წინა საპარლამენტო არჩევნებზეც, 2016 წელს არ მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამო. ეს იყო სიცრუე, ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღო ყველა მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ცუდი არჩევნები, ბინძური არასამართლიანი და არათანაბარი პოლიტიკური თამაშის წესებით.

გაგრძელდება ოპოზიციის შეხვედრები, სამოქალაქო პროტესტიც სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ინტენსივობით, ვიდრე არ იქნება მიღწეული ეს ამოცანა – ახალი არჩევნები. აქციები აუცილებელია. ეს არის ყველაზე ბუნებრივი გამოვლინება საზოგადოების მხრიდან ამ სამარცხვინო თამაშის წესების მიუღებლობის, რასაც ივანიშვილი თავს გვახვევს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები