ნოდარ ტურძელაძე: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას
ვაკეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნოდარ ტურძელაძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და აქტიურობისაკენ მოუწოდა.
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას” – განაცხადა ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
ნოდარ ტურძელაძემ ხმა ვაკის რაიონის 41–ე საბავშვო ბაღის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.