ბიძინა ივანიშვილი – საღი აზრი გაიმარჯვებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს

პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა, რის შემდეგაც მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო, იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც 31 ოქტომბერს გამოიჩინეს. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოაგდოებამ აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში იყო ჩატარებული შედეგად, პარლამენტში 9 პარტია მივიღეთ. იცით, რომ ზოგიერთი პარტია გადაჭარბებული ემოციებით აფიქსირებს პოზიციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზი აზრი გაიმარჯვებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მეორე ტურებში არ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები