დავით სერგეენკო: დღეს ოპოზიციამ უკვე დაკარგა იმის შანსი, რომ მეორე ტურში მაჟორიტარული არჩევნები მოეგო

საბურთალოს რაიონში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა.

მან ოპოზიციისბოიკოტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ უკვე დაკარგა იმის შანსი, რომ მეორე ტურში მაჟორიტარული არჩევნები მოეგო.

“თუ ისე მოხდა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იქნება, ეს ნამდვილად არ იქნება ნორმალური ვითარება. დღეს ოპოზიციამ უკვე დაკარგა იმის შანსი, რომ მეორე ტურში მაჟორიტარული არჩევნები მოეგო. თუმცა, რჩება შესაძლებლობა პროპორციული სიებით და თუკი ამ დროის განმავლობაში მოლაპარაკებებში თანხმობის მიღწევა მოხდება, ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა,” – აცხადებს დავით სერგეენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები