ცესკო არჩევნების მეორე ტურისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.

“საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2020 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის
21 ნოემბერს 08:30 სთ-დან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება. საზოგადოების დროულად ინფორმირების მიზნით, ცესკო-ში ბრიფინგები რამდენიმე საათში ერთხელ ჩატარდება და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას როგორც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ისე – ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე.
21 ნოემბერს, 07:00 სთ-დან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2-51-00-51) და ონლაინჩატი. ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს პასუხი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე:
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30 სთ
12:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, შეიცვალოს”, – აცხადებენ ცესკო-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები