ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებდა საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას.
სამუშაოები 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდა.
სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისა და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას.
პროექტის დასრულების შემდეგ,  სრულად მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 1.3 მილიონი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები