„აშუღი იყო… ვერელი აშუღი“ – 19 ნოემბერი ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა

19 ნოემბერი მომღერლის, მუსიკოსისა და პოეტის, ირაკლი ჩარკვიანის (მეფე) დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ფეისბუქგვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა მომღერლის მამამ, გელა ჩარკვიანმა.
„19 ნოემბერი ირაკლის დაბადების დღეა. ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან. მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც. აშუღი იყო… ვერელი აშუღი“, – წერს გელა ჩარკვიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები