„ხალხური საღამოები“ – „შილდა“, ალეკო ხიზანიშვილი და ხვიჩა ხვთისიაშვილი

ფოლკლორის ცენტრში გრძელდება ხალხური საღამოები სხვადასხვა ანსამბლისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია: ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია, ტრადიციული შემსრულებლობის მხარდაჭერა.
19 ნოემბერს, 19:00 საათზე, კახური ხალხური სიმღერისა და საკრავიერი მუსიკის საღამო გაიმართება.
მაყურებლის წინაშე პირდაპირი ჩართვის რეჟიმში კონცერტით წარდგება ანსამბლი „შილდა“ და ხალხური საკრავების შემსრულებლები: ალეკო ხიზანიშვილი და ხვიჩა ხვთისიაშვილი.
პროექტი „ხალხური საღამოები“ 17 დეკემბრამდე გაგრძელდება.
კვირაში ორჯერ – ორშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე, კონცერტებს გამართავენ სხვადასხვა ფოლკლორული და საოჯახო ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები.
ქართული მრავალხმიანობის კონცერტები პირდაპირ გადაიცემა ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდზე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
კონცერტები იმართება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული რეგულაციების დაცვით

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები