„ჩვენ კი – ბევრი მისი სპექტაკლი“! – 18 ნოემბერი თემურ ჩხეიძის დაბადების დღეა

18 ნოემბერი რეჟსორ თემურ ჩხეიძის დაბადების დღეა.
თეატრმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
„წელსაც იმავეს ვიტყვი, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ… ძალიან მომენატრა თემურ ჩხეიძის სპექტაკლები, ჰოდა, „კოვიდის“ გაქრობას კიდევ ამიტომ(აც) ვნატრობ!

ნინო ჩხიკვიშვილი

აი, დასრულდა 17 ნოემბერი, გალაკტიონის დაბადების დღე და დაიწყო 18 ნოემბერი… ჩვენი დროის გენიალური რეჟისორის თემურ ჩხეიძის დაბადების დღე!
მე ის ბედნიერი ადამიანი ვარ, თქვენთან ერთად, მეგობრებო, რომელიც ამ დიდი რეჟისორის თანამედროვეა.
შემიძლია, წავიდე თეატრში და ვნახო მისი სპექტაკლი, რომელსაც, გავა დრო და ქართული თეატრის ისტორიაში, საეტაპო სპექტაკლად მოიხსენიებენ.
მინდა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და შემოქმედებითი დღესასწაული ვუსურვო ბატონ თემურს…
ჩვენ კი – ბევრი მისი სპექტაკლი!
P.S
თემურ ჩხეიძის თეატრი მაინც სხვაა“… – წერს ნინო ჩხიკვიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები