„ბაროკო – პორტრეტი შორიდან“ – ონლაინლექცია
21 ნოემბერს, 19 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნოდარ ლადარიას ონლაინლექცია – „ბაროკო – პორტრეტი შორიდან” გაიმართება.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში დაგეგმილი ონლაინლექციების ნახვა შესაძლებელია ფესტივალისა და „საქართველოს სინფონიეტას” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე, ასევე „საქართველოს სინფონიეტას” YouTube არხზე.