“ისევ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვები, სხვანაირად ვერ გაუძლებს სამედიცინო საზოგადოება” – ლევან რატიანი

“ჩემს კლინიკაში ბევრი გვყავს დაინფიცირებული მედპერსონალი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს  სად დაიფიცირნენ ისინი, ფაქტი სახეზეა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არავის არაფერი არ დაუშავებია, რომ სიცოცხლის გაგრძელების უფლება არ ჰქონდეს.

„საბედნიეროდ, არანაირი აზრი არ მაქვს პოლიტიკის შესახებ, არ მაინტერესებს პოლიტიკა, ვიცი მხოლოდ ის, რომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი. არავის არაფერი არ დაუშავებია, რომ სიცოცხლის გაგრძელების უფლება არ ჰქონდეს.

ყველაფერს აქვს თავისი რესურის, მითუმეტეს სამედიცინოს – რესურსი ამოწურვადია. ინფექციის გავრცელების წყვეტა რომ მოხდეს, ერთადერთი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ისევ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვები. სხვანაირად ვერ გაუძლებს სამედიცინო საზოგადოება.

ჩემს კლინიკაში ბევრი გვყავს დაინფიცირებული მედპერსონალი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სად დაიფიცირნენ ისინი, ფაქტი სახეზეა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები