ელისაშვილი: კობახიძე აბდუშაჰილივით რომ დადის დოინჯებშემოყრილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ სატელევიზიო ეთერში ოპონენტების მიმართ დებატების შეთავაზებას გამოეხმაურა.

ელისაშვილის თქმით, მისი პარტია თანახმაა, დებატებში მონაწილეობა მიიღოს.

“რამდენიმე წელია, ისინი უარს ამბობენ დებატებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფასი აქვს ყველგან, მთელს მსოფლიოში – ეს გახლავთ წინასაარჩევნო პერიოდი.
ახლა, ამ პოლიტიკური კრიზისის დროს გამოხტა კობახიძე და ბაში-აჩუკში აბდუშაჰილივით რომ დადის დოინჯებშემოყრილი, ასე გაგვიყოყოჩდა თვალსა და ხელს შუა. ეს დებატები კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს, მაგრამ იმდენად დიდია ჩვენს მხარეს ჩვენი წილი სიმართლე, რომ ჩვენი პარტია თანახმაა, დებატებში მონაწილეობა მიიღოს”, – აცხადებს პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი.
შეგხსენებთ, ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპონენტებს არჩევნების შესახებ დისკუსიისთვის სატელევიზიო ეთერში იწვევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები