„მშვიდობის გზა რომ ოდესმე მოკვდეს, არა, ეს არ შეიძლება მოხდეს“ – გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა.
გალაკტიონის დაბადების დღეს აკადემიკოსი, პროფესორი ინესა მერაბიშვილი ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება. დიდი პოეტის 129 წლის იუბილეს მან მისი ერთი ლექსი გაიხსენა.

* * *

ყველაფერი
შეიძლება მოხდეს:
მთა მთას შეხვდეს,
მზე მთის იქით მოხვდეს,
ვარდი დაჭკნეს,
როს ბულბული მოსხლტეს, –
ყველაფერი
შეიძლება მოხდეს.

შეიძლება,
როს დაბნელდეს არე,
ხევებს იქით
გადაქანდეს მთვარე,
შეიცვალოს
ვარსკვლავების არე, –
ყველაფერი
შეიძლება მოხდეს.

შეიძლება
შხამით სავსე სასმისს
გაწვდიდეს ხმა
მეგობართა რაზმის,
თან საშინელს
გიმზადებდეს რასმეს, –
ყველაფერი
შეიძლება მოხდეს.

სამშობლოს წინ
ყოველ ვალთა მოხდის,
მშვიდობის წიგნს
გვირგვინს ვერვინ მოხდის,
მშვიდობის გზა
რომ ოდესმე მოკვდეს,
არა, ეს არ
შეიძლება მოხდეს.

1956

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები