დავით სერგეენკო: არჩევნების შემდეგ მზად ვარ, ვიმუშაო მორიგე ექიმად, სადაც ამის საჭიროება იქნება

არჩევნების შემდეგ მზად ვარ, ვიმუშაო მორიგე ექიმად, სადაც ამის საჭიროება იქნება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია, არჩევნების მეორე ტური მაინც შედგება.

„ჩვენ ვემზადებით იმ შეზღუდვების პირობებში რასაც პანდემია გვიწესებს. მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ამომრჩევლის წინაშე, რომ მეორე ტური მივიყვანო ბოლომდე, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ, თუმცა მერე ვფიქრობ, რომ თუკი კლინიკებში საჭირო გახდება, (ჩემი სპეციალობა რეანიმატოლოგიაა), დავახმარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მარტივად რომ ვთქვათ, მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად, იქ სადაც იქნება ამის საჭიროება“, – აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები