დავით უსუფაშვილი – სირცხვილის დერეფნებზე: თუ ჩვენ შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სირცხვილის დერეფანი სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება. ამის შესახებ უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება. არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც, ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენ შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1 460 დღისთვის და არა მას – არჩევნების ერთი დღისთვის,” – წერს დავით უსუფაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები