Lonely Planet-მა ტურისტული გზამკვლევი შეადგინა და დიდი ნაწილი ქართულ ღვინოს დაუთმო(ფოტო)

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გავლენიანმა გამოცემა Lonely Planet-მა ტურისტული გზამკვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ღვინოს დაუთმო.

გზამკვლევში Wine Trails: Europe ესპანურ, პორტუგალიურ და სხვა ქვეყნების ღვინოსთან ერთად დეტალურად მოთხრობილია ქართული ღვინის შესახებაც.

გზამკვლევის მომზადებამდე Lonely Planet-ის ჟურნალისტმა, ბენჯამინ კემპერმა საქართველოში, კახეთის მხარეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და შეგროვებული ინფორმაცია Lonely Planet-ის გზამკვლევში გამოაქვეყნა. პარალელურად, ჟურნალისტის სხვადასხვა მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს.

Lonely Planet-ის გზამკვლევი მკითხველს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიციის, ღვინის მომზადების წესების, ქვევრისა და კახეთის მარნების შესახებ მოუთხრობს. გზამკვლევში დეტალური ინფორმაციაა განთავსებული კახეთში მდებარე მარნებისა და კვების ობიექტების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები