როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 17-19 ნოემბერს +10, +15 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 ნოემბერს მოიღრუბლება. მოსალოდნელია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოთოვს. ბარშიც 19 ნოემბერს შესაძლოა თოვლჭყაპი აღნიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში 19 ნოემბერს დღისით +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 16-17 ნოემბერს +13, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბერს აცივდება, მოსალოდნელია ნისლი და დღის ბოლოს შესაძლებელია თოვლჭყაპიც. ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები