ბიბილოვი ე.წ. სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ე.წ. სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.

ინფორმაციას ბიბილოვის ე.წ. პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ბიბილოვი შეხვდება რუს ჩინოვნიკებს, რა დროსაც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვა მოხდება, ასევე, კორონავირუსთან ბრძოლის ურთიერთქმედების საკითხები.

​შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთი “აფხაზეთის ნომერ პირველი პარტნიორია, რადგან რესპუბლიკას ეკონომიკური ბრუნვის 70 პროცენტზე მეტი სწორედ რუსეთთან აქვს”.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში რუსი ექიმების მხრიდან აფხაზეთისთვის გაწეული დახმარება არსებითია, რადგან ერთობლივი მუშაობა გუდაუთის წითელ ზონაში გრძელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბჟანიამ პუტინი აფხაზეთში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები