ონლაინშეხვედრა ტარიელ ხარხელაურთან

 16 დეკემბერს, 15:00 საათიდან, პოეტ ტარიელ ხარხელაურთან ონლაინშეხვედრა  გაიმართება.
„არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამო, შვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია!“ – წერს ტარიელ ხარხელაური ერთ ლექსში. სწორედ ეს სტრიქონები აქვს წამძღვარებული მის მოსაწვევს.
„ჩვენი გვერდის საშუალებით შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ და მოუსმინოთ ბატონ ტარიელს, რომელიც თქვენთვის წაიკითხავს ლექსებს, ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და სურვილები.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ბატონი ტარიელის საიუბილეო წელია. ის 75 წლის ხდება. სამწუხაროდ, აღნიშვნა ონლაინრეჟიმში დაიწყება, მაგრამ იმედი გვაქვს, 2021 წელს არაერთ ქალაქში მოგვიწევს უშუალოდ შეხვედრა ბატონ ტარიელთან და მისი პოეზიის მოსმენა. არ დაგავიწყდეთ, მოინიშნეთ 16 დეკემბერი, 15.00 საათი – ყველა ერთად დავტკბეთ ნამდვილი პოეზიით ამ მეტად რთულ დროს“, – აღნიშნულია გვერდზე ტარიელ ხარხელაურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
პირდაპირი ჩართვა დაიწყება გვერდზე: Tariel Kharkhelauri (ტარიელ ხარხელაური)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები