ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც “ჯოგური” იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ “დაასრულებს” პანდემიას 15-დან 20 ათასამდე გარდაცვლილი მოქალაქით

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ბოლო კვირებში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის ზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო “მოწინავეთა” რიგებშია.

მისი თქმით, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც “ჯოგური” იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ “დაასრულებს” პანდემიას.

,,ბოლო კვირაში შემთხვევების კუმულაციური რაოდენობით საქართველო მოწინავეთა რიგებშია. ძირითადად, სახელმწიფოთა უმრავლესობაში, მართალია – ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ვიცით, უკვე რა ზომებია მიღებული.

აქ როდემდე ველოდებით? პასუხი გვინდა, ვიცოდეთ.

იმდენი ვიძახეთ, მსოფლიოში ჩვენ ვმართავთ კოვიდს  საუკეთესოდო, ერთი რამ ნამდვილად იკვეთება, საქართველო უდავოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც “ჯოგური” იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ “დაასრულებს” პანდემიას. შვედებს უდავოდ შეშურდებათ ჩვენი.

შედეგად, 15-დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები