საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია: ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს გაცილებით პრაგმატულ ოპოზიციას
საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია რეალურად ჭიქაში ქარიშხალს ატრიალებს.
„ფიცის მწამს ბოლო მაკვირვებს” – ამ რიტორიკული სიტყვებით ვაფასებთ დესტრუქციული ოპოზიციის უარს, უბნების გახსნასა და ბიულეტენების საჯარო გადათვლაზე. ასევე, ვიდეო ჩანაწერების ნახვაზე. მოგეხსენებათ ვიდეო გადაღება თითქმის საარჩევნო უბანზე, ყუთთან უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა, საზოგადოებისთვის და ჩვენთვისაც გაუგებარია ეს უარი. თუ თვლი, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის ფაქტობრივი მტკიცებულებებით დასაბუთების შესაძლებლობას გთავაზობ, შემდეგ კი აღნიშნულზე უარს აცხადებ, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ სპეკულირებ და რეალურად, არავის არაფერი გაუყალბებია. მეტიც, გეშინია ლუსტრაციის, რომ რეალურად წააგე და შესაბამისად უბრალოდ ჭიქაში ქარიშხალს ატრიალებ. სამწუხაროდ, ამ ყველაფრით ვაჭრობ საერთაშორისო საზოგადოების გავლით, ხელისუფლებასთან სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფის ფონზე, ასევე, უგულებელყოფ ამავე საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებს არჩევნების ლეგიტიმურობასთან მიმართებაში როგორც ეუთო/ოდირი-ს, ასევე, დიპლომატიური კორპუსის. რაც ძალზედ სამარცხვინო და დასანანია. ჩვენი ქვეყანა და ზოგადად ხალხი იმსახურებს გაცილებით პრაგმატულ და სამართლიან ოპოზიციას”, – აცხადებენ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში.