რა გვაერთიანებს? – ერთიანები ვართ თავისუფლებაში განსხვავებული ადამიანები და ლიდერები. ერთიანები ვართ ჩვენს არჩევანში, მრავალფეროვნებაში , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას უთხრა.
„რამდენიც უნდა დაგვშალონ, კვლავ უფრო ბევრი შევიკრიბებით. რამდენჯერაც უნდა ეცადონ მავანთა შეშინებას, უფრო გაძლიერებულები გამოვალთ. რამდენჯერაც უნდა ეცადონ გაყალბებას არ გავყალბდებით. ყალბდება ფურცელზე არჩევნების შედეგები, მაგრამ ხალხი არ ყალბდება და მანამდე აქ იდგება, სანამ არ გავიმარჯვებთ.
რა გვაერთიანებს? – ერთიანები ვართ თავისუფლებაში განსხვავებული ადამიანები და ლიდერები. ერთიანები ვართ ჩვენს არჩევანში, მრავალფეროვნებაში. სხვადასხვანაირები ვართ და არ გვინდა, რომ ერთნაირები ვიყოთ. რუსთაველის გამზირზე ერთი მიზეზით ვიკრიბებით – ეს არის ჩვენი ძალა და არა ის, რასაც სჩადის რეჟიმი, რომელიც ხალხს თავისიანებად და სხვისიანებად ჰყოფს.
ხალხო, ჩვენ ვართ ეროვნული ინტრესების დამცველები. ყველას აქვს უფლება იქ იდგეს, სადაც ვდგავართ, ამ ერთობას ვერავინ ვერ მოარღვევს.
ამ რეჟიმის გადარჩენის, თავის დახრის, მუხლის მოდრეკის შანსი არ არსებობს, მთავარია ბრძოლა. ბრძოლა მთავარ ეშხში ახლა შედის, დასაწყისი არავის ემახსოვრება, ისტორიას ემახსოვრება ბოლო – ეს ბრძოლა როგორ დამთავრდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ აქციაზე.