თემქაზე შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით მისი დაწვა სცადეს

თემქაზე, 13 ნოემბრის ღამეს  მკვლელობა მოხდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ კვამლის სუნი იგრძნეს, რის შემდეგაც გამოიძახეს სახანძრო სამაშველო ბრიგადა პოლიციასთან ერთად; ადგილზე მოსულ სამართალდამცველებს კი ცეცხლმოკიდებულ სახლში გარდაცვლილი შუახნის მამაკაცის ცხედარი დახვდათ. ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ მისი 17 წლის შვილიშვილი სამართალდამცავებმა დასაკითხად წაიყვანეს, თუმცა თავად მისთვის უცნობია მიზეზი.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები და მიმდინარეობს  საგამოძიებო ქმედებები. “კვირა” მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები