ნათელაშვილი – რამე ხელშესახები შედეგი დღეს ვერ იქნა მიღწეული, მთავარია ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში და შედეგი იქნება
რამე ხელშესახები შედეგი დღეს ვერ იქნა მიღწეული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარია ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში და შედეგი იქნება.
„გრძელდება დიალოგის სერია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის ფასილიტატორობით. რამე ხელშესახები შედეგი დღეს ვერ იქნა მიღწეული. იმედია გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ მთავარია ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში და შედეგი იქნება. ეს ორივე პროცესი, მოლაპარაკებისა და სახალხო წინააღმდეგობის პარალელურ რეჟიმში უნდა წავიდეს და მერე იქნება ხელშესახები შედეგი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს რიგით მეორე შეხვედრა იყო, შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.