შალვა ნათელაშვილი: დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს, ადამიანს თავის ტვინზე სჭირდებოდეს ოპერაცია და აპენდიციტი ამოვაცალოთ,

„ჩვენი პოზიციები ამ წუთისთვის და ვიმედოვნებ, გამარჯვებამდე რჩება უცვლელი – ხელახალი არჩევნები,– ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, არაფერ შუაშია ხმების გადათვლა არჩევნების შედეგების გაბათილებასთან, რომელიც მასობრივად გაყალბდა.

„ჩვენი პოზიციები ამ წუთისთვის და ვიმედოვნებ, გამარჯვებამდე რჩება უცვლელი – ხელახალი არჩევნები, ვინაიდან 31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების მსგავსიც კი არაფერი ჩატარებულა, რაც იცის სრულიად საქართველომ და აღნიშნულს გაიგებს მთელი ქვეყნიერება. უახლოეს დღეებში ჩვენ ველოდებით მაღალი რანგის სტუმრებს მეგობარი სახელმწიფოებიდან, რომლებიც რა თქმა უნდა, აქ შემთხვევით არ ჩამოდიან, მით უმეტეს ასეთ კრიტიკულ დღეებში. ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი და გასაგებია.

დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს თავის ტვინზე სჭირდებოდეს ოპერაცია და მას ამოვაცალოთ აპენდიციტი. არაფერ შუაშია ხმების გადათვლა არჩევნების შედეგების გაბათილებასთან, რომელიც მასობრივად გაყალბდა, ამ საქმეში  გადათვლა არავითარი მკურნალი და წამალი არ იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები