ცესკოში, შემაჯამებელი ოქმების განხილვის პროცესს და ამის ირგვლივ შექმნილ დაძაბულ მოვლენებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
მისი თქმით, არის სასამართლო ის გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას.
„მიმდინარეობს პოლიტიკური მოლაპარაკებების ფორმატი. როგორ გგონიათ, დღეს თუ ცესკო შეაჯამებს წერტილი დაესმება? არის სასამართლო, იქნება გადაწყვეტილება. არ არის პრინციპული საკითხი, ვადები აქვს, იცავს მას ცესკო, იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. თან ვინ აპროტესტებს – გაყალბების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, თარხნიშვილი აჯობებდა თუ გოგორიშვილი, არავინ არ იცის, პირველ-მეორეზე გავიდოდნენ. როდესაც საერთაშორისო უფლებამოსილმა სტრუქტურებმა ოპოზიციას დაუდო ციფრები მიხვდენენ, რომ არაფერი ხელში არ უჭრიავთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ცესკო-ს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის ოქმების გასაჩივრებასთან დაკავშირებით მოხდა. გოგორიშვილი მოითხოვდა პასუხს, თუ რას აჯამებდა ცესკო-ს თავმჯდომარე, რაზეც თამარ ჟვანიამ უპასუხა, რომ შეჯამება შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ხდებოდა.
„მიბრძანდით გარეთ, ოქმებს ვაჯამებთ კანონიერი ოქმების საფუძველზე“, – უპასუხა თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილს.
მანვე ოპოზიციონერი დეპუტატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გოგორიშვილი მის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც დაცვის ჩარევა გახდა საჭირო.