რუსთაველის ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის თანამშრომელმა მირანდა თედეშვილმა სტუდენტებისთვის ვებინარი „როგორ ვიმუშაოთ Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებთან“ ჩაატარა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის თანამშრომელმა მირანდა თედეშვილმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის ჩაატარა ვებინარი თემაზე „როგორ ვიმუშაოთ Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებთან“.

როგორც ,,კვირას” რუსთაველის ფონდიდან აცნობეს, ვებინარის თემა – ELSEVIER-ის წამყვან საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობებზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობები, Scopus -ის, მსოფლიოში ციტირებისა და აბსტრაქტების საერთაშორისო ბაზით სარგებლობის წესები და სტატისტიკურ-ანალიტიკური მონაცემების მოპოვების საშუალებები, Science Direct- სამეცნიერო სტატიების, წყაროებზე წვდომის შესაძლებლობები, Funding Institutional -ის მეშვეობით საერთაშორისო კონკურსებში დაფინანსების მოპოვების გზები იყო.

ვებინარის დასრულების შემდეგ რუსთაველის ფონდის წარმომადგენელმა დასმულ კითხვებს უპასუხა.

2019 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით Elsevier-ის კონსორციუმის წევრთა რაოდენობა 21-დან 55-მდე გაიზარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები