ლევან ცქიტიშვილი: დედის გინებას ვერ ავიტანთ, მოსახვედრს მოხვდა, ვინც საჭირო იყო
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქტივისტების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა, მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.
დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ფედერაციის თანამშრომელი – ლევან ცქიტიშვილი მონაწილეობდა, რომელმაც მოგვიანებით კომენტარი გააკეთა.
„დგანან და იგინებიან. ჩვენც ქართველები ვართ და დედის გინებას ვერ ავიტანთ.
მოსახვედრს მოხვდა, ვინც საჭირო იყო“, – თქვა ცქიტიშვილმა.
აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ და ჩაფუშული ბურთი მიიტანეს.