გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
6 არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალდებას ამ დრომდე არ აღიარებს.