არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური დიალოგი დაიწყო, იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო.

თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებშია.

“პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებშია.

მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს – პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობასა და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი!

მადლობას ვუხდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დიალოგის მხარდაჭერისთვის!”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები