საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 ადამიანი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
,,სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 13, აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 636 გარდაცვალების შემთხვევა”, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.