სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა – “მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით”

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, არწრუნ ოვანისიანმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, „საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, ომს ინფორმაციულ სივრცეში ვაწარმოებდი. როგორ გავართვი თავი – ამას დრო და პროფესიონალები შეაფასებენ. შეცდომები ყველას მოსდის. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდით, რადგან ვნახე, როგორ იბრძოდნენ ჩემი მეგობრები. ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გადავცემდი, ეყრდნობოდა გენშტაბისა და ყარაბაღის თავდაცვის არმიის მონაცემებს. 9 ნოემბერს შევწყვიტე ამ თანამდებობაზე საქმიანობა/ მუშაობას სამეცნიერო სფეროში გავაგრძელებ და გთხოვთ, არ შემომთავაზოთ არცერთი თანამდებობა. პოლიტიკით დაკავებული არ ვიყავი და არც ვაპირებ. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ახალი თაობების აღზრდას მივუძღვნი საკუთარ ცხოვრებას“, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები