„საქმიანი ეზოები“ ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურით აღიჭურვება

საქართველოს ყველა რეგიონში,  თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, სრულდება სამუშაოები „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება

სამინისტროს ინიციატივით „საქმიანი ეზო“ უკვე მოეწყო იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონებში. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კი, „საქმიანი ეზოები“ ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურით აღიჭურვება, რაც ხელს შეუწყობს ობიექტებზე კონტროლისა და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას.

როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ,,საქმიან ეზოებში“.   აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 13 ობიექტზე.  წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები