“დაახლოებით, 400 000-მდე PCR ტესტი რეზერვში გვაქვს და ასევე 45 ათასი სწრაფი ტესტი”, – ამის შესახებ დაავადება კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზამთრის სეზონზე სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალება უნდა გვქონდეს.
„დაახლოებით, 400 000-მდე PCR ტესტი რეზერვში გვაქვს და ასევე 45 ათასი სწრაფი ტესტი. დღეს, საღამოს 10 საათისკენ უნდა შემოვიდეს კიდევ ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი.
მოგეხსენებათ, რომ ეს მიმართულება მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება, ანუ სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადადია და ბევრი ქვეყანა – სლოვაკეთის, ნორვეგიის, სინგაპურის მაგალითები ვიცით და ჩვენც, რაც შეიძლება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის ეს ინსტრუმენტი გვექნება და კიდევ ვფიქრობთ მილიონამდე ტესტის შეძენას, რათა ზამთრის სეზონის განმავლობაში გვქონდეს სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალება, რათა გავიგოთ, ეს არის კოვიდი თუ სხვა რესპირაციული ინფექცია.
ადამიანის სწრაფ იზოლირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ სწრაფად იზოლირდება იგი და მსუქუბ სტადიაზე დავიჭერთ შემთხვევას, მაშინ გართულებები არ გვექნება და რეანიმაციული დამხარება არ დასჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.