ნათია თურნავა: საკრედიტო-საგარანტიო სქემით ის მეწარმეებიც შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დაზუსტდა დებულება, რომელიც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართვას საკრედიტო-საგარანტიო სქემაში.
მინისტრის თქმით, ინდმეწარმეებსა და კომპანიებს, რომელებიც სარგებლობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებით, ასევე შეუძლიათ ჩაერთონ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში.
„ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდმეწარმეებისთვის და მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ,” – განაცხადა მინისტრმა.